ირაკლი კობახიძე: მნიშვნელოვანია დეცენტრალიზაციის პროცესში საპარლამენტო კომიტეტის ჩართულობა, რომელსაც ზაზა გაბუნია ხელმძღვანელობს

“მნიშვნელოვანია დეცენტრალიზაციის პროცესში საპარლამენტო კომიტეტის ჩართულობა, რომელსაც ზაზა გაბუნია ხელმძღვანელობს”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის ახალი პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დეცენტალიზაციის არსებობისთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკური ნება. მისი თქმით, დღეს ხელისუფლების, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი შტოები ამ რეფორმის აუცილებლობაში შეთანხმებული არიან.

პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის, ავსტრიის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება, რაც ცენტრალური და ადგილობრივი ადმინისტრაციების გაძლიერების მეშვეობით ქვეყანაში რეგიონულ და ადგილობრივ განვითარებისთვის ხორციელდება. წინამდებარე პროექტი ფართო ინიციატივის შემადგენელია, რომელიც მხარს უჭერს საქართველოში ადგილობრივი თვითმართველობის რეფორმას. პროექტი ხორციელდება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები