ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებული ახალგორიდან გათავისუფლებულებზე: უსაფრთხოდ არიან და თავს ნორმალურად გრძნობენ

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის ინფორმაციით, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უსაფრთხოდ არიან და თავს ნორმალურად გრძნობენ.
მინისტრის თქმით ის პირადად შეხვდა ორივე მოქალაქეს.
„ისინი არიან უსაფრთხოდ, თავს გრძნობენ ნორმალურად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიეცათ შესაძლებლობა დაეტოვებინათ ოკუპირებული ახალგორის ტერიტორია და გადმოსულიყვნენ საკუთარ ოჯახებთან. არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემას ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით, ვიმედოვნებთ, რომ ესეც მალე მოხდება“,- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ლევან ქუტაშვილმა და იოსებ პავლიაშვილმა ოკუპირებული ახალგორი დღეს დატოვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები