პანკისის ხეობაში, 23 წლის ქალმა იარაღით თვითდაზიანება მიიყენა

პანკისის ხეობაში – სოფელ ომალოში 23 წლის ქალმა თვითდაზიანება მიიყენა. არსებული ინფორმაციით, ქალს ცეცხლსასროლი იარაღი შემთხვევით გაუვარდა.
მას ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიღებული. დაშავებული ამჟამად თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების თქმით, დაჭრილი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები