ძლიერი ქარი, თოვლი და წვიმა საქართველოში – ამინდის პროგნოზი
9 მარტს საქართველოს ტერიტორიაზე შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი. ამის შესახებ „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.
„დღის მეორე ნახევრიდან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, დღის ბოლოდან დროგამოშვებით, – ძალიან ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +9, +14 გრადუსის ფარგლებში იქნება“,- აცხადებენ სინოპტიკოსები.
მათივე ინფორმაციით, თბილისში მოსალოდნელია წვიმა, დღის მეორე ნახევრიდან გაძლიერდება ჩრდილო – დასავლეთის მიმართულების ქარი.
„10 მარტის დილამდე ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში და თბილისში დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი. დღისით შედარებით გამოიდარებს, ქარის სიძლიერეც შესუსტდება. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +10, +15 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი“,- აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.