გიორგი კვირიკაშვილი ტატუნაშვილზე: გადმოსვენების საქმეში ყოველწუთიერად ჩართულნი ვართ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ოკუპირებულ ცხინვალში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი სურვილია ეს ამბავი მალე მოხდეს. მისივე თქმით, ამ საქმეზე ყველანი ყოველწუთიერ რეჟიმში არიან ჩართულები.

„ყველანი ვართ ყოველწუთიერ რეჟიმში ჩართული. მინდა, რომ მალე მოხდეს ეს ამბავი. მეტს ამ წუთას ვერაფერს გეტყვით”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ სუს-ის ცნობით, 2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს.
არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები