რა ვითარებაში გადმოვარდა შენობიდან 6 წლის მოზარდი – ბავშვს გამოკვლევები უტარდება
აღმაშენებლის გამზირზე შენობიდან გადმოვარდნილ 6 წლის მოზარდს, ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში, ამ დროისთვის გამოკვლევები უტარდება. როგორც “კვირას” კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს, რა სახის დაზიანებები აღენიშნება მოზარდს, ჯერ-ჯერობით უცნობია და უფრო ზუსტად რამდენიმე საათში, გამოკვლევების შემდეგ გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე შენობიდან, მოზარდი გადმოვარდა. პირველადი ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.
შს სამინისტროს ცნობით, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ბიზნესცენტრ “მოზაიკაში” მიმდინარეობდა კონცერტი, რა დროსაც, ფოიეში მყოფი 6 წლის ბავშვი მე-5 სართულიდან ჩავარდა მე-4 სართულზე. ბავშვი გადაყვანილია საავადმყოფოში, მის ჯანმრთელობას ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 124 მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას, გაუფრთხილებლობით.