ზაზა გაბუნია: ჩვენ ვხედავთ, რომ ქალებთან დაკავშირებით ისევ ძალაშია არასწორი სტერეოტიპები, ქალებს დღეს სჭირდებათ მხარდაჭერა და თანადგომა

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

“ქალბატონებო, უდიდესი პატივისცემით გილოცავთ ქალთა მიმართ სოლიდარობის დღეს! მიუხედავად ეპოქისთვის დამახასიათებელი ზოგადსაკაცობრიო სიახლეებისა, ადამიანური შესაძლებლობების განვითარებისა, ჩვენ ვხედავთ, რომ ქალებთან დაკავშირებით ისევ ძალაშია არასწორი სტერეოტიპები, ქალებს დღეს სჭირდებათ მხარდაჭერა და თანადგომა, არა იმიტომ რომ მამაკაცზე სუსტები არიან (ამ მოსაზრებას არ ვიზიარებ) არამედ იმიტომ რომ, მათ ყოველთვის შეეძლოთ და შეუძლიათ ჰქონდეთ სრულიად განსაკუთრებული წვლილი საზოგადოებაში. თქვენი ღვაწლი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, მადლობას გიხდით ამისთვის!”,- აცხადებს ზაზა გაბუნია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები