ლადო ბოჟაძე: გიგი უგულავას ფაქტორი ვანი-ხონის არჩევნებს დამატებით ინტრიგას სძენს

„სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელი ლადო ბოჟაძე მიიჩნევს, რომ ვანი-ხონის შუალედური არჩევნები პოლიტიკური პარტიებისთვის მნიშვნელოვანი იქნება. ბოჟაძე თვლის, რომ აღნიშნული არჩევნები, პოლიტიკოსებისთვის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის  ერთგვარი რეპეტიცია იქნება.

ამის შესახებ ლადო ბოჟაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ  პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ის ფაქტი, რომ ვანი-ხონის არჩევნებისთვის წარდგენილია გიგი უგულავას კანდიდატურა, აიძულებს პოლიტიკურ პარტიებს, ასევე წონიანი კანდიდატები შესთავაზონ ამ ორი საარჩევნო ოლქის ამომრჩევლებს. 2017 წელს ჩატარებულ არჩევნებში როგორც ვანში, ასევე ხონში, „ქართულმა ოცნებამ“ პირველივე ტურში მოიგო გამგებლის არჩევნები, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ 50%-ზე მეტი მხარდაჭერა აქვთ, ბუნებრივია, გიგი უგულავას ფაქტორი დამატებით ინტრიგას  სძენს ამ არჩევნებს და რა თქმა უნდა „ქართულ ოცნებას“ მოუწევს ასევე წონიანი კანდიდატურის წარდგენა. თუ ოპოზიცია შეძლებს და წარადგენს გაერთიანებულ კანდიდატს, ანუ ოპოზიციის მხრიდან სხვა კანდიდატები არ იქნებიან წარმოდგენილები, ბუნებრივია ეს გაზრდის ოპოზიციის შანსებს, გამარჯვების თუ არა, კარგი შედეგის დადების თვალსაზრისით მაინც“,- განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

ბოჟაძე თვლის, რომ მეორე ტური ნაკლებად მოსალოდენლია.

„რაც შეეხება მეორე ტურს, ეს იქნება მოსახლოების აქტიურობაზე დამოკიდებული. მიუხედავად იმისა რომ შუალედური არჩევნებია, პოლიტიკურმა პარტიებმა თუ კარგად ჩაატარეს წინასაარჩევნო კამპანია და მოიყვანეს ამომრჩეველი, ბუნებრივია, ეს გაზრდის ამომრჩეველთა რაოდენობას. ვფიქრობ, მეორე ტური ნაკლებად არის მოსალოდენლი, მაგრამ ეს მაინც დამოკიდებულია ოპოზიციაზე და კანდიდატაზე“,- აღნიშნა ბოჟაძემ.

როგორც „კვირას“ პრესკლუბში ბოჟაძემ განაცხადა, მისი ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრი“, აღნიშნულ არჩევნებზე, დაკვირვებას გეგმავს.

„ჩვენი ორგანიზაცია გეგმავს ამ არჩევნებზე დაკვირვებას. როგორც ცნობილია, ასევე ზუგდიდში უნდა ჩატარდეს საკრებულოს წევრის არჩევნები, მოგეხსენებათ, საკრებულოს წევრი გარდაიცვალა უბედური შემთხვევის შედეგად და მაისში ჩატარდება არჩევნები. ჩვენი ორგანიზაცია ბუნებრივი დააკვირდება ორივე არჩევნებს როგორც გრძელვადიანი, ასევე მოკლევადიანი მეთოდოლოგიით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ზუგდიდის არჩევნები, იმ თვალსაზრისით, რომ  ცესკო გეგმავს ხმის დათვლის ელექტრონული სისტემის დანერგვას და ეს ბუნებრივია ეს ძალიან საინტერესოა, რადგან სამომავლოდ შესაძლოა მოხდეს ამ ტექნოლოგიის ჩვენს ქვეყანაში გამოყენება“,- აღნიშნა ლადო ბოჟაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები