„ქართულ ანბანს, პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვცეთ პატივი“ – ობიექტებს ვადა აპრილამდე მიეცემათ

ობიექტებს, სადაც მხოლოდ უცხოენოვანი წარწერებია, ვითარების გამოსასწორებლად და ქართული აბრის გასაკეთებლად, ვადა აპრილამდე მიეცემათ.
შესაბამისი განცხადება დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
მისივე თქმით, კანონში იგეგმება ცვლილებების შეტანა, რომელიც აღნიშნულ საკითხზე ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებს.
„ვიყავით გასულები კონკრეტულ ქუჩებზე, სადაც არსებობს ეს პრობლემა ქალაქში – არ ხდება ქართული ანბანის გამოყენება. ეს კატეგორიულად მიუღებელია და ზედამხედველობის სამსახურს ვთხოვ, პირველ აპრილამდე მიეცით ყველას გონივრული ვადა, რომ ეს პრობლემა გამოსწორდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველი აპრილიდან შეგიძლიათ დაიწყოთ დაჯარიმება. თუმცა, პარალელურად კანონში შეგვაქვს ცვლილებები. დღეის მდგომარეობით, ფიზიკური პირი ჯარიმდება 200 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 300 ლარით, ცვლილებების შედეგად ჩვენ გვინდა, რომ ფიზიკური პირი, ვისაც ეს არ ექნება მოწესრიგებული, დაჯარიმდეს 1000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი, – 3000 ლარით. ეს არის ის მიმართულება, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა. რადგან იერსახე აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს, ჩვენ არავის ვეწინააღმდეგებით, მაგრამ ქართულ ანბანს, პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვცეთ პატივი და შემდეგ მოვთხოვოთ სხვას პატივისცემა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები