დავით ზალკალიანი: გერმანიასთან უვიზოდ მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამოქმედება დღის წესრიგში არ დგას

“შეჩერების მექანიზმის ამოქმედება დღეს დღის წესრიგში არ დგას. თუმცა, ჩვენ პროცესს ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით და, გერმანელ და სხვა ევროპელ პარტნიორებთან ერთად, შესაბამის ნაბიჯებს ვდგამთ”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკანიანმა გერმანიის მთავრობის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი შეფასებით, შეხვედრა ნაყოფიერი იყო.
„გუშინ ჩვენს გერმანელ პარტნიორებთან, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში, ისე სხვა უწყებებში, კერძოდ, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებში, ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გაიმართა.
ბუნებრივია, ჩვენ ძალიან ახლოს მიგვაქვს ის წუხილი, რომელიც ჩვენს გერმანელ პარტნიორებს აქვთ და გუშინდელი შეხვედრაც სწორედ პრევენციული მექანიზმების შემუშავებას ემსახურებოდა.
თავად ის ფაქტი, რომ გუშინ გერმანელების მხრიდან გაცხადებული იყო, რომ საქართველო მათი მხრიდან უსაფრთხო ქვეყნად განიხილება და მნიშვნელოვნად შემცირდება თავშესაფრის მაძიებელთა თხოვნის განხილვის პერიოდი, სწორედ ნაბიჯია იქითკენ, რომ შემდგომი პრევენცია მოხდეს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები