გიორგი ტყემალაძე: ბიბლიოთეკების საკითხი პოლიტიკაზე მაღლა უნდა დავაყენოთ

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე  საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ  ბიბლიოთეკებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.  მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები  მედიით ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს ხელისუფლება ბიბლიოთეკებს ყიდის. როგორც  გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, ეს არის საკითხი, რომელიც პოლიტიკაზე მაღლა უნდა დადგეს.

„ეს ყველას გვეხება, ჩვენ შვილებს ეხებათ, თქვენს შვილებს ეხებათ, წიგნიერებაზეა საუბარი და ყველამ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა იმაზე, რომ  ბიბლიოთეკების რეფორმა წარმატებული იყოს. რამდენჯერმე მიიღეთ თბილისის მერის მოადგილისგან პასუხი  და მაინც აცხადებთ, რომ ბიბლიოთეკებში თანამშრომელთა  შემცირება იგეგმება. დღეს მთელი დღის განმავლობაში გიხსნიან, რომ არაფერს ვამცირებთ და არაფერს ვყიდით,“- განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.

მისივე  თქმით, ოპოზიცია განცხადებებს პოლიტიკური მოტივით აკეთებს.

„თუ კონსტრუქციულად გინდათ თანამშრომლობა და მართლა გაწუხებთ ბიბლიოთეკების საკითხი, კომისიის სხდომებს დაესწარით, თქვენს კითხვებზე პასუხები მიიღეთ და თუ რამე არ მოგეწონებათ, მერე თქვით, რომ არ მოგწონთ. ეს თქვენი ნებაა, მაგრამ თეთრზე შავიაო, ნუ გვიმტკიცებთ“,- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

საკრებულოს თავმჯდომარემ „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდა, სიტუაციის არევას ნუ ეცდებიან და განაცხადა, რომ უმრავლესობიდან „ნაციონალური მოძრაობის“  შოუში  მონაწილეობას არავინ მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები