„ვმუშაობთ იმაზეც, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, საქართველო უსაფრთხო ქვეყნად გამოაცხადონ“

ჩვენ მივესალმებით იმას, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა გაამკაცრონ საქართველოდან წასული თავშესაფრის მაძიებელთა განცხადებების განხილვის წესები, დააჩქარონ მათი განხილვა, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, გრძელდება მუშაობა იმაზე, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნად გამოაცხადონ.
„ჩვენ მივესალმებით იმას, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა გაამკაცრონ საქართველოდან წასული თავშესაფრის მაძიებელთა განცხადებების განხილვის წესები, დააჩქარონ მათი განხილვა. ასევე, ვმუშაობთ იმაზეც, რომ ევროკავშირის არაერთმა წევრმა ქვეყანამ, საქართველო გამოაცხადოს უსაფრთხო ქვეყნად, რადგან ავტომატურად ითვლებოდეს ის, რაც არის რეალურად, – ჩვენს ქვეყანაში ადამიანები არ იდევნებიან არც სიტყვის თავისუფლების გამო, არც პოლიტიკურად და არც სხვა ნიშნით. შესაბამისად, ყოვლად უსაფუძვლოა იმის მტკიცება, რომ სხვა ქვეყანაში ჩვენი ქვეყნის მოქალაქემ ეძიოს თავშესაფარი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრის თქმით, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, მოქალაქის მიერ ქვეყნის დატოვება, სხვა ქვეყანაში თავშესაფრის მოპოვების საფუძველი არ არის.
„ჩვენს მომავალ თაობებს არ უნდა დავუკარგოთ ის, რაც მრავალი თაობის მიერ ძნელად მისაღწევი იყო“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები