კომუნიკაციების ეროვნული კომისია: „მაგთიკომი” და „ჯეოსელი”, სავარაუდოდ, დემპინგურ ფასებს იყენებდნენ

“კონსოლიდირებული ტენდერის მომსახურების ფარგლებში, 2017 წელს, „მაგთიკომის“ შემთხვევაში, ზარალმა 32 204 577 ლარი შეადგინა, ხოლო „ჯეოსელის“ შემთხვევაში, – 7 781 581 ლარი იყო”, – ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნულ ზარალს კომპანიები სხვა წყაროებიდან აბალანსებდნენ.
ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ წინასწარი ინფორმაციით, კონსოლოდირებულ ტენდერში მონაწილე ორგანიზაციებს და უწყებებს „მაგთიკომი” და „ჯეოსელი” დაბალი, დემპინგური ფასებით ემსახურებოდნენ.
მარეგულირებელი კომისია ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ კანონის და კომისიის გადაწყვეტილებების დარღვევაზე მიუთითებს. თუმცა, კომპანიების თხოვნით, საკითხის განხილვა 15 მარტამდე გადაიდო. აღსანიშნავია, რომ დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, „მაგთიკომს” და „ჯეოსელს” გაფრთხილება მიეცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები