გია მაისაშვილი დღეს წმინდა ნიკოლოზის ტაძრის ეზოში დაკრძალეს

დღეს, პოლიტიკოსი და „ლიდერთა სკოლის“ დამფუძნებელი გია მაისაშვილი, წმინდა ნიკოლოზის ტაძრის ეზოში დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდი სიონის ტაძარში მიმდინარეობდა.
სიონის საკათედრო ტაძრიდან, სამგლოვიარო პროცესიამ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ გადაინაცვლა, სადაც, სიმბოლურად, გია მაისაშვილის ცხედარი რამდენიმე წუთით დაასვენეს, ამის შემდგომ კი, პროცესია წმინდა ნიკოლოზის ტაძრისკენ (ხეთაგუროვის ქუჩაზე) გაემართა.
შეგახსენებთ, რომ გია მაისაშვილი 26 თებერვალს, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის აშშ–იდან საქართველოში გუშინ ჩამოასვენეს. მაისაშვილს თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი 2015 წელს დაუსვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები