დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მატებაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური მონიტორინგის დღე-ღამურ რეჟიმში ფუნქციონირებადი ქსელის მონაცემების თანახმად, 5 მარტის დილის საათებიდან, დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე, განსაკუთრებით მდინარე რიონის აუზში, ადგილი აქვს წყლის დონეების მნიშვნელოვან მატებას, რაც მოსული ძლიერი ნალექებითაა გამოწვეული.
მათივე ცნობით, მდინარეთა ქვემო წელში წყლის დონეების მატება გაგრძელდება 6 მარტის შუადღემდე. წყლის დონეების საშიშ ნიშნულებამდე აწევა მოსალოდნელი არ არის. 6 მარტის დღის მეორე ნახევრიდან, ნალექების ინტენსივობის შესუსტების გამო, დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეები ეტაპობრივად დაიწევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები