კახა კალაძე: იმ ადამიანებს, ვისი საქონელიც გადარჩა, მიეცემათ შესაძლებლობა, გვერდით ფართებში გადანაწილდნენ

სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება, აქ მომუშავე ადამიანებს მიეცემათ შეღავათიანი ვადები, იგულისხმება იჯარის თანხა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სავაჭრო ცენტრ „თერგის“ ადმინისტრაციასთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, რაც შეეხება იმ პირებს, ვისი საქონელიც ხანძარს გადაურჩა, სამუშაოების დასრულების შემდეგ, მათ შესაძლებობა ექნებათ, სხვა ფართებში გადანაწილდნენ.
„შეხვედრა მქონდა ადმინისტრაციასთან. ადმინისტრაცია მზად არის ინდივიდუალურად შეხვდეს თითოეულ ადამიანს, გაიარონ ხელშეკრულებები, მოხდეს აღწერა თუ რა საქონელზეა საუბარი და ამის შემდეგ იქნება ინდივიდუალური გადაწყვეტილებები. მანამდე იმ ადამიანებს, ვისი საქონელიც გადარჩა, მიეცემათ შესაძლებლობა გვერდით ფართებში გადანაწილდნენ. როდესაც სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება, აქ მომუშავე ადამიანებს მიეცემათ შეღავათიანი ვადები, იგულისხმება იჯარის თანხა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცაბაძის ქუჩაზე, ბაზრობა „თერგში“ ხანძარი წუხელ გაჩნდა. დამწვარია მინიმუმ 3000 კვ.მ. ფართობი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები