კახა კალაძე: “თერგის”ბაზრობაზე ხანძრის ლოკალიზება უახლოეს პერიოდში მოხდება

“თერგის” ბაზრობაზე ხანძრის ლოკალიზება უახლოეს პერიოდში მოხდება,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ხანძრის ლოკალიზება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. დედაქალაქის მერის მტკიცებით, ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

შეგახსენებთ, რომ ხანძარი “თერგის” ბაზრობას გაუჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი შენობის მე-3 სართულზე გაჩნდა, სადაც შერეული საქონელი იყიდება.

ადგილზე 40- მდე სახანძრო მანქანაა მობილიზებული. მეხანძრე- მაშველები ხანძრის ლოკალიზებას ამ დრომდე ცდილობენ. ჯერჯერობით უცნობია თუ რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

ადგილზე დედაქალაქის მთავრობის სხვა წარმომადგენლებიც იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები