ვანო ზარდიაშვილი საგადასახადო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს მხარს უჭერს

უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ინიციატივას და საქართველოს საგადასახადო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლებიც დაკავშირებულია მცირე და საშუალო ბიზნესისათვის შეღავათებთან. მისი თქმით, ეკონომიკური განვითარებისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს ექსპორტის გაძლიერება.

“სწორედ ამიტომ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში საჰაერო ხომალდებისათვის ტექნიკური მომსახურების გაწევა დღგ-ისგან გათავისუფლდება ჩათვლის უფლებით, იმპორტიორს უფლება ეძლევა იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალება იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში გაფორმდება ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში და დატოვებს საქართველოს ტერიტორიას, დაიბრუნოს მსუბუქ ავტომობილსა და მოტოციკლზე გადახდილი აქციზის 100% – ის ოდენობა, ნაცვლად 50%-ისა; მცირე ბიზნესის შემოსავალი 5%-ის ნაცვლად დაიბეგრება 1%-ით, ხოლო ბიზნესის ერთობლივი შემოსავლის შეზღუდვის ნორმა 100 000-დან 500 000 ლარამდე იზრდება.

არ შეიძლება ცალკე არ აღინიშნოს ცვლილება, რომლის მიხედვითაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პირადი გამოყენებისათვის იმპორტირებული სატრანსპორტო საშუალების აქციზისაგან სრულად გათავისუფლდება.

მამუკა ბახტაძე ახალი შემართებითა და ენერგიით ჩაერთო საქმიანობაში, რაზეც მეტყველებს ის რეფორმების ახალი ტალღა, რომელიც უზრუნველყოფს ბიზნესში მეტი თანხის დატოვებას, გამარტივებულ პროცედურებს, ბიუროკრატიის კიდევ უფრო შემცირებას და ეკონომიკის სტიმულირებას. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ მინისტრს იმ რეფორმებში, რომელიც დაანონსებულია და მიზნად ისახავს ჩვენი მოქალაქეების ფინანსურ, სოციალურ და ეკონომიკურ უზრუნველყოფას და ქვეყნის სტაბილურ განვითარებას”,- განაცხადა ზარდიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები