თურქეთში ელექტროენერგიით ვაჭრობის შესაძლებლობის ზრდის საკითხი განიხილეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა რომეო მიქაუტაძემ და გიორგი ჩიქოვანმა თურქ კოლეგებთან სამუშაო შეხვედრაზე,  საქართველოსა და თურქეთს შორის ელექტროენერგიით ვაჭრობის შესაძლებლობის ზრდის საკითხი განიხილეს. შეხვედრა თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში გაიმართა.

აღნიშნული მუშა ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს. რა დროსაც საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და თურქეთის ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ბერატ ალბარაიქი შეთანხმდნენ ქვეყნებს შორის მნიშვნელოვანი ენერგეტიკული საკითხების გადასაწყვეტად.

მხარეებმა აღნიშნეს ქვეყნებს შორის ელექტროენერგიით ვაჭრობის მნიშვნელობაზე, რაც გულისხმობს როგორც  იმპორტ-ექსპორტ-ტრანზიტის პოტენციალის ზრდას, ასევე  ელექტროენერგიით მომარაგების მიწოდების საიმედოობის, ენერგეტიკული სისტემის სტაბილურობის და ენერგეტიკული ჰაბის ფუნქციის განვითარებას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო შეხვედრა შედგება მარტში, თბილისში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები