რომან კაკულია: ცვლილებები, რომლებიც საგადასახადო კოდექსში შედის, ხელისუფლების ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევას პასუხობს

„აღნიშნული ინიციატივა პასუხობს ხელისუფლების ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევას –  სწრაფი ეკონომიკური ზრდა, რაც არის ჩვენი მიზანი და ამ პროცესში, მცირე მეწარმეობის ქმედითი წილის ზრდა.  ყველა მთავრობა ამბობდა ყოველთვის, რომ ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ნაბიჯი, ცალსახად, ამ მიმართულებით გადადგმული ყველაზე პოზიტიური სიგნალია”,-  ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ მთავრობის ინიციატივით, საგადასახადო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.  ცვლილებები მცირე ბიზნესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

„ჩვენ მთავრობის დამტკიცების დროსაც ხაზი გავუსვით ამას და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველივე ინიციატივა სწორედ ამ მიმართულებით არის.  ჩვენ ვხედავთ კომპლექსურ მიდგომას როგორც ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან, ასევე, ფინანსთა სამინისტროს მხრიდან. ჩვენ ვლაპარაკობთ იმ სამკუთხედზე, რომელიც შედგეს იმისთვის, რომ ეს შედეგი დადგეს. ამ სამკუთხედის ერთი კუთხე, ცხადია, არის ძალიან მკაფიოდ განსაზღვრული ფარდობითი უპირატესობი – რეგიონის დონეზე. აუცილებელია, იყოს, ცხადია, ტრენინგისა და განათლების კომპონენტი, რომელზეც ასევე საუბრობენ ამ ინიციატივაში, იმიტომ, რომ მცირე მეწარმეობისთვის გამარტივებული ბუღალტერია ერთი მხრივ არ გახდეს დამატებითი ზეწოლის შედეგი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ კომპლექსურად ვიფიქროთ ამ ცვლილებების ფონზე როგორ გავამარტივოთ ის ინსტრუმენტი, რომელიც საფინანსო ინსტიტუტებსა და სწორედ რომ მცირე მეწარმეებს შორის ტვირთის შემცირების დატვირთვის მქონე ინსტრუმენტი იქნება. ამ სამკუთხედის სამივე კუთხე, პრინციპში, იკვრება ამ ინიციატივით, ამიტომ, ცხადია, მე ამას პოზიტიურად ვაფასებ და მზად ვართ, რომ კომიტეტის ფარგლებში დეტალურად შევიდეთ განხილვებში, კანონპროექტში, რომელიც უკვე დარეგისტრირდა მთავრობაზე და ვფიქრობ, რომ ამით ტენდენცია ჩაეყრება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევის პასუხს ჩვენი მხრიდან”,- განაცხადა რომან კაკულიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები