მამუკა ბახტაძე: ბიზნესის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულებაა

“სააქციზო საქონელი და ამ შემთხვევაში, თამბაქო, არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი ჩვენი ბიუჯეტისთვის. პირადად მე, ეს ძალიან ტექნიკური თემა მგონია”,-ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრი, მამუკა ბახტაძე თამბაქოს მწარმოებელ ორგანიზაციასთან საგადასახადო ინსტრუმენტით ზეწოლის საკითხთან დაკავშირებით აცხადებს. როგორც მან აღნიშნა, ბიზნესის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულებაა, საგადასახადო ორგანოებთან თანამშრომლობა ტრანსფარენტულია, თამაშის წესები კი, საერთოა.

“თითოეული ქართული საწარმო ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა ყველას შევახსენო, რომ ზოგადად, სააქციზო საქონელი და ამ შემთხვევაში, თამბაქო, არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი ჩვენი ბიუჯეტისთვის. პირადად მე, ეს ძალიან ტექნიკური თემა მგონია. თამბაქოს მწარმოებელი ორგანიზაციის ურთიერთობა სახელმწიფოსთან – ეს არის ძალიან მარტივი საგადასახადო მომენტი.

ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს ამ მიმართულებით, მინდა ყველას შევახსენო, რომ მედიის რაოდენობა ამ ქვეყანაში შეესაბამება იმ ევროპულ ორიენტირებს, რომლისკენაც საქართველო მიისწარფვის, მაგრამ საგადასახადო საკითხი თამბაქოს მწარმოებელ ორგანიზაციასთან არის ტექნიკური საგადასახადო თემა და გამოვრიცხავ ნებისმიერი ტიპის ზეწოლას, ნებისმიერი ტიპის საგადასახადო ინსტრუმენტის გამოყენებით. ბიზნესის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულებაა, საგადასახადო ორგანოებთან თანამშრომლობა არის ტრანსფარენტული, თამაშის წესები კი, არის საერთო“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „იბერიას“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, ჟურნალისტების სახელით, სპეციალური განცხადება გუშინ გაავრცელა.

„ტელეკომპანია „იბერიას“ მთავარი დამფინანსებელი არის „ომეგა“ ჯგუფი და მასში შემავალი კომპანიები, რომელიც აღმოჩნდა სერიოზული ფინანსური დარტყმის ქვეშ. კომპანია „ომეგა“ დღესაც დემპინგის მსხვერპლია, რაც სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს უჩენს ტელეკომპანია „იბერიას“ და არხზე მომუშავე ჟურნალისტები ვვარაუდობთ, რომ ეს ხდება მიზანმიმართულად, იმისთვის, რომ ტელეკომპანიამ ვეღარ გააგრძელოს მაუწყებლობა, თავისუფალი სარედაქციო პოლიტიკით. ტელეკომპანია „იბერია“ არის ტელევიზია, რომელიც ყველა ხელისუფლების პირობებში ხდება მიუღებელი და დევნის ობიექტი დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის გამო. ჩვენ ჟურნალისტები მოვუწოდებთ ხელისუფლებას, აღკვეთოს „ომეგა“ ჯგუფის წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედებები“, – აღნიშნულია ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტების განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები