საფრანგეთის მოსახლეობა ფრანსუა ოლანდს გადადგომისკენ მოუწოდებს
საფრანგეთის დედაქალაქში პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის მთავრობის წინააღმდეგ ათასობით ადამიანი გამოვიდა. მოქალაქეები ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას და გარემოს დაცვის მიზნით ახალი გადასახადების დაწესებას აპროტესტებენ. აქტივისტებს ბანერები ეჭირათ წარწერით: “საფრანგეთი განრისხებულია”. დემონსტრანტები პრეზიდენტს გადადგომისკენაც მოუწოდებდნენ, ადგილზე ასევე მობილიზებული იყო პოლიცია. აქტივისტებმა სამართალდამცველებს ქვები და შაშხანები დაუშინეს. აქციის მსვლელობისას პოლიციამ 262 დემონსტრანტი დააკავა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია 19 სამართალდამცველის დაშავების შესახებ. დემონსტრანტების განცხადებით, ფრანსუა ოლანდი საფრანგეთის წინააღმდეგ მოქმედებს და ისინი ამდენ ახალ კანონს ვერ შეეგუებიან.