სერგო მეთოფიშვილი: ანა დოლიძე 2008 წელს რუსულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობდა

ანა დოლიძე თანამშრომლობდა ისეთ ორგანიზაციასთან, როგორიცაა ”რუსეთის მართლმსაჯულების ინიციატივა” –ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა სერგო მეთოფიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამას ორი ფაქტობრივი გარემოება ადასტურებს.
”ანა დოლიძის ბიოგრაფია და წარსული არ მაინტერესებს, მაგრამ ამ პერიოდში, როდესაც ჩემი ღრმა რწმენით რამდენიმე არაადეკვატური განცხადება გააკეთა სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, მინდა ვუთხრა საზოგადოებას ორი ფაქტობრივი უდავო გარემოების შესახებ, რომელიც ინტერნეტსივრცითაც დასტურდება. პირველი, რომ ანა დოლიძე თანამშრომლობდა ისეთ ორგანიზაციასთან, როგორიცაა ”რუსეთის მართლმსაჯულების ინიციატივა”. მეორე ფაქტობრივი გარემოც უდავოა, რომ 2008 წლის აგვისტოდან ნოემბრამდე, როდესაც დოლიძე თანამშრომლობდა აღნიშნულ ორგანიზაციასთან, ზუსტად ამ პერიოდში ”რუსეთის მართლმსაჯულების ინიციატივას” შეტანილი აქვს სარჩელები საქართველოს წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, რაც არ უნდა შეფუთოს მან, რომ თითქოს არ იცოდა რას აკეთებდა ეს ორგანიზაცია, ეს იქნება ჩემი აზრით დემაგოგია. არ ვფიქრობ, რომ ანა დოლიძე არის მატა ჰარივით ჯაშუში. ალბათ, ის ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობდა ანაზღაურების გამო”, – განაცხადა სერგო მეთოფიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები