კახა კალაძე: “ნაციონალური მოძრაობა” მარგინალური პოლიტიკური პარტიაა, რომელიც საინტერესო აღარ არის 

“ოპოზიცია არა, მოდით დავყოთ, ეს არის მარგინალური პოლიტიკური პარტია, “ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც დღეს არ არის აქტუალური და საინტერესო”,-ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ოპოზიციის შენიშვნების საპასუხოდ განაცხადა, რომ თითქოსდა ბიუჯეტი არარაციონალურადაა გადანაწილებული.
მისივე თქმით, ბიუჯეტი მნიშვნელოვანი პრობლემების მოსაგვარებლად დაიხარჯება.
„ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მგზავრების კომფორტი უზრუნველვყოთ, ასევე ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით ყვითელი ავტობუსები არის პრობლემური. ჩვენ ვაპირებთ ეტაპობრივად ავტობუსების პარკის განახლებას. ასევე თანხები გადანაწილდება, რომ ავარიული ბაღებიდან, საიდანაც მოხდა ბავშვების გამოყვანა, მოხდება მათი სრული რეაბილიტაცია”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები