დოდო გუგეშაშვილი: დამნაშავემ დამიზნებით მესროლა გულში 

თადარიგის პოლკოვნიკი დოდო გუგეშაშვილი მისი დაჭრის დეტალებზე საუბრობს. როგორც მან აღნიშნა, დამნაშავემ მას გულის არეში დამიზნებით ესროლა. მისივე თქმით, იმ დროს, თავის ვაჟს ეძინა.

დოდო გუგეშაშვილი მომხდარს ვერაფერს უკავშირებს და წუხს გამოძიებას, რომ ვერ ეხმარება.

“არ შემიძლია აღვწერო სახე, გარეგნობა, იმდენად უსახური იყო. გამეცნო, როგორც ომის ვეტერანი და მთხოვა ჩემი მეგობრების მეშვეობით, მაღაზიაში ნაყიდი ქარვის ნივთების უსაფრთხოდ მიტანა აეროპორტამდე, საიდანაც უსაფრთხოდ უნდა გაეტანა თითქოსდა მის პარტნიორს თურქეთში. მისი შემოსვლიდან 2-3 წუთში შუქიც ჩაქრა. მე გავედი საძინებელში, როგორც კი იქიდან სამზარეულოს კარებთან მოვედი მესროლა. ჩემს ვაჟს ეძინა, მე კი დამიზნებით მესროლა გულში. ვერაფერს ვუკავშირებ, რატომ შეიძლება მომხდარიყო ეს. სამწუხაროდ მე ვერ ვეხმარები გამოძიებას, თუმცა იმედი მაქვს საქმე გაიხსნება”,-ამბობს დოდო გუგეშაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუგეშაშვილებზე შეიარაღებული თავდასხმა 7 თებერვალს, დიღმის მასივში მოხდა, რა დროსაც თადარიგის პოლკოვნიკი დოდო გუგეშაშვილი დაჭრეს, მისი შვილი, 33 წლის გრიგოლ გუგეშაშვილი კი ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 108-ე და 19-109-ე მუხლები).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები