ირაკლი კობახიძე: თითოეულ ნორმასთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიასთან გვქონდა პოზიტიური მსჯელობა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ცვლილებები, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციაში შედის, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ეფუძნება და თითოეულ მათგანი, კომისიის მხრიდან, პოზიტიურად არის შეფასებული.

„ჩვენ განვიხილეთ ის რამდენიმე ცვლილება, რომელიც შედის დამატებით კონსტიტუციაში ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. განვიხილეთ თითოეული ნორმა, რომელიც იცვლება და თითოეულ მათგანთან დაკავშირებით გვქონდა ძალიან პოზიტიური მსჯელობა. ეს ცვლილებები ეფუძნება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და აქედან გამომდინარე, მზად ვართ, რომ პირნათლად შევასრულოთ ეს რეკომენდაციები და საბოლოოდ მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები. საქმე ეხება ბონუსის სისტემის გაუქმებას, ერთჯერადად ბლოკების დატოვებას, საკონსტიტუციო სასამართლოს და რწმენის თავისუფლებას. ეს არის ძირითადი ცვლილებები და დამატებით, რამდენიმე ცვლილება, რომლებიც შედის საყოველთაო-სახალხო განხილვის დროს გამოთქმული შენიშვნების საფუძველზე”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები