გიორგი მარგველაშვილი: დღეს მე ვიდექი ჩვენი მხარდამჭერი და მეგობარი ლიტველი ხალხის გვერდით

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მნიშვნელოვანს უწოდებს ლიტვის დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებულ ფორუმში მონაწილეობას და აცხადებს, რომ ქართველი ხალხის სახელით დღეს ლიტვის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ლიტველი ხალხის სიხარული გაიზიარა და მათი მხარდაჭერა გამოხატა.

“ვილნიუსში ყოფნა, ჩემთვის იყო შესაძლებლობა ვმდგარიყავი ჩვენთვის ძალიან ახლობელ – ლიტველ ხალხთან ერთად და ვყოფილიყავი ჩემს ძალიან ახლო მეგობართან და ქვეყნის მხარდამჭერთან – დალია გრიბაუსკაიტესთან ერთად იმ მომენტში, როდესაც ის ზეიმობდა რესპუბლიკის აღდგენის 100 წლისთავს.

აგრეთვე, ეს იყო მშვენიერი შესაძლებლობა დაგვემყარებინა კონტაქტები ისეთ სახელმწიფოებთან, რომლებთანაც საქართველოს კიდევ უფრო მეტი ინტეგრაცია სჭირდება, როგორიცაა ისლანდია, ფინეთი და დაგვეგეგმა შემდგომი თანამშრომლობა.

ასეთი ფორუმები ყოველთვის იძლევა შესაძლებლობას შეხვდე ძველ მეგობრებს, მაგალითად დონალდ ტუსკს, შტაინმაიერს, იუნკერს, დუდას – ჩვენს მხარდამჭერ პოლონეთის პრეზიდენტს, ლატვიის, ესტონეთის პრეზიდენტებს და ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ უნდა განვავითაროთ მომავალში ჩვენი თანამშრომლობა საქართველოს და რეგიონის საკეთილდღეოდ, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა, რომელმაც დღეს ლიტვაში სამუშაო ვიზიტი დაასრულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები