ანა ნაცვლიშვილი: ამ კანონის მიღება იქნება იმ უზარმაზარი კონსენსუსის წინააღმდეგ წასვლა, რომელიც არსებობს მედიაში

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა ნაცვლიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით მიმდინარე დისკუსიას გამოეხმაურა.

„ამ კანონის მიღება არ იქნება მხოლოდ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა. ეს იქნება იმ უზარმაზარი კონსენსუსის წინააღმდეგ წასვლა, რომელიც არსებობს მედიაში და სამოქალაქო საზოგადოებაში, და ეს იქნება იმ ცვლილებების მიღება, რომელიც ძლიერ დარტყმას მიაყენებს მედიაპლურალიზმს საქართველოში, მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებლის სიძლიერეს და დამოუკიდებლობას მიაყენებს დარტყმას და, ასევე ხელს გაუხსნის ბიუჯეტის კორუფციულად ხარჯვის შესაძლებლობას საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან,” – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები