ირაკლი კობახიძე მედიაორგანიზაციებს: აქამდე არგუმენტები ჯერ კიდევ ვერ მოვისმინე, არგუმენტები უნდა მოვისმინოთ, რომ გადავიფიქროთ

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მე აქამდე არგუმენტები ჯერ კიდევ ვერ მოვისმინე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მედიაორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრაზე განაცხადა, სადაც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ.

მედიაორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მიღებული კანონპროექტი უარყოფით შედეგებს გამოიწვევს, ირაკლი კობახიძემ მედიის წარმომადგენლებს ამის დასაბუთება მოსთხოვა.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მე აქამდე არგუმენტები ჯერ კიდევ ვერ მოვისმინე. კანონი პარლამენტს მიღებული აქვს, არგუმენტები უნდა მოვისმინოთ, რომ გადავიფიქროთ, სხვა გადაწყვეტილება მივიღოთ, ამიტომ აქ თქვენი არგუმენტებია საჭირო. ქალბატონ ნინოს ეწყინა ტყუილში რომ ვამხილე. ქალბატონი ნინო ჯანგირაშვილი წინა შეხვედრაზე ამბობდა, რომ მან რამდენიმე წლის წინ მხარი დაუჭირა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის 2 მილიონის მიცემას. არა მარტო გაჩუმდა, არამედ მხარი დაუჭირა და ახლა გვიმტკიცებს, რომ თუ 2 მილიონს დავუმატებთ კიდევ საზოგადეობრივ მაუწყებელს ეს ყოფილა კატასტროფა და ეს თურმე არ შეიძლება. აქ არის სადმე ლოგიკა?!“,- განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები