ირაკლი კობახიძე, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება.  შეხვედრას ესწრებიან ასევე ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” წარმომადგენლებიც.

”დღეს კიდევ ერთხელ გვექნება საშუალება წარმოვადგინოთ არგუმენტები და გავცვალოთ მოსაზრებები. დღეს შეგვიძლია საბოლოოდ განვიხილოთ კანონპროექტი, მოვისმინოთ პოზიციები და არგუმენტები, ამის შემდეგ უკვე მოგვეცემა საბოლოოდ საშუალება, რომ შევხვდეთ უმრავლესობის წარმომადგენლებს და ჩამოვაყალიბოთ საბოლოოდ პოზიცია იმის თაობაზე, თუ რას ვაკეთებთ ვეტოსთან დაკავშირებით. ვეტო პრეზიდენტს დადებული აქვს ორ საკითხზე. ერთი არის შესყიდვების საკითხი, მეორეა კომერციული პოლიტიკური რეკლამის საკითხი. ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება ვიზიარებთ თუ არ ვიზიარებთ ვეტოს.  გთხოვთ წარმოადგინოთ არგუმენტები და კონტრარგუმენტები. ამის შემდეგ დავუბრუნდებით საპარლამენტო განხილვას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მედიაორგანიზაციებს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით კრიტიკული შენიშვნები აქვთ. ისინი უმრავლესობას მოუწოდებენ, პრეზიდენტის ვეტო გაიზიარონ და მომზადებული ცვლილებები არ მიიღონ.

აღნიშნულ საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარესა და მედიის წარმომადგენლებს შორის პირველი შეხვედრა იანვრის ბოლოს გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები