მამუკა ბახტაძე: როგორც საქართველოს მოქალაქე, ვისურვებდი, საპენსიო რეფორმა გაცილებით ადრე დაწყებულიყო

საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძემ მიიჩნევს, რომ საპენსიო რეფორმა ქვეყანაში მდგრადი და პროგნოზირებადი სოციალური დაცვის გარემოს ჩამოყალიბების აუცილებელი წინაპირობაა. მისი თქმით, საპენსიო რეფორმა მსოფლიოში ყველა წარმატებულ ქვეყანას აქვს განხორციელებული.
„როგორც საქართველოს მოქალაქე, ვისურვებდი, რომ საპენსიო რეფორმა გაცილებით ადრე დაწყებულიყო. რაც შეეხება მოდელს, პარლამენტში ამ საკითხთან დაკავშირებით მოსმენა დაიწყო. ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია ნებისმიერი ტიპის რეკომენდაციისთვის. OECD-ის სტანდარტის მიხედვით, რომელიც ჩვენი მთავარი ორიენტირია, ეს ვერანაირად ვერ ჩაითვლება დამატებით გადასახადად. მეტიც, როგორ შეიძლება ის შინაარსობრივად იყოს დამატებითი გადასახადი, როდესაც პირიქით, ვსაუბრობთ, რომ აღნიშნული რეფორმის თანადაფინანსება ბიუჯეტიდან მოხდება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მინისტრი თვლის, რომ ვერც საქართველო და ვერც ერთი სხვა ქვეყანა, საპენსიო რეფორმის გარეშე, პროგნოზირებადი და მდგრადი სოციალური დაცვის გარემოს შექმნას ვერ შეძლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები