საქსტატი: საქართველოში 732 ათასი პენსიონერია

“ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოში 732 067 პენსიონერია”,-ამის შესახებ ინფორმაცია სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2017 წლის ბოლოსთვის არსებული მაჩვენებლით გამოაქვეყნა.

მათივე ცნობით, ერთ წელიწადში ასაკით პენსიონერთა რიცხოვნობა 11 873-ით გაიზარდა, ათ წელიწადში კი 73 757-ით, ანუ 11 პროცენტით.

ამასთან, 2017 წლის მონაცემებით, 166 046 მოქალაქე საქართველოში სოციალური პაკეტის მიმღებია. მათ შორის 125 064 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, 23 642 მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრი, 9 885 სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები, 7080 საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიმღები და 343 პოლიტრეპრესირებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები