„ამ წერილმა გამაძლიერა“ – დოდო გუგეშაშვილმა პატრიარქისგან წერილი მიიღო

დოდო გუგეშაშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისგან ილია მეორისგან წერილი მიიღო.

ამის შესახებ, მან “TV პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც დოდო გუგეშაშვილი ამბობს, პატრიარქის წერილმა ის გააძლიერა.

„წერილი მივიღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისგან, მისი უწმინდესობისგან ილია მეორისგან, ამ წერილმა გამაძლიერა. ჩვენი დედაეკლესიის თანადგომამ გამიძლიერა რწმენა, რომ საქართველო, რომელიც ღვითისმშობლის წილხვედრია, აუცილებლად გადარჩება… ამის დასტურია ის წერილი, რომელიც ჩემთვის ყველაზე დიდი და ძვირფასია, რაც კი მატერიალური გამაჩნია“, – აღნიშნა დოდო გუგეშაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები