Bloomberg-მა თბილისი და გუდაური ევროპის ხუთ საუკეთესო კურორტს შორის დაასახელა

სტატიაში სათაურით: “ევროპის ხუთი საუკეთესო ადგილი, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ კულტურას და თან ისრიალოთ თხილამურებით” “ბლუმბერგი“ პირველ ადგილზე თბილისს და გუდაურს ასახელებს.
“არსებობს ევროპაში თბილისზე დატვირთული დედაქალაქი? თბილისი ტურისტებს ატყვევებს ისეთი სანახაობებით, როგორებიცაა: მე-4 საუკუნის დროინდელი ციხე-სიმაგრეები, უნიკალური ტრადიციები, საბჭოთა დროინდელი კულტურა, ღამის კლუბები და ა.შ”- ნათქვამია სტატიაში.
„ბლუმბერგი“ წერს, რომ თბილისი აღმოსავლეთ ევროპაში ღამის გართობისთვის საუკეთესო ქალაქია, კლუბებით „ბასიანი“ და „მტკვარზე“, ელექტრონული მუსიკის დიდი არჩევანით.
გამოცემა მკითხველს თხილამურებით სრიალს გუდაურში სთავაზობს.
სტატიაში დიდი ადგილი ეთმობა სათხილამურო გზებს და საბაგიროებს. ღამის გათენების იდეალურ ადგილად კი ტურისტებს „ბლუმბერგი“ სასტუმრო “Rooms Hotel“–ს ურჩევს.
„ბლუბერგი“ თბილისსა და გუდაურთან ერთად, ევროპის საუკეთესო კურორტებს შორის კაბადოკიას და ერისიესის მთას, ლუკერნს და კლევენალპს, ოსლოს, ლუბლიანას და ვოგელს ასახელებს.

https://www.bloomberg.com/news/articles/2018-02-07/these-five-great-european-trips-combine-both-culture-and-skiing

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები