აპინძაში ახალგაზრდა ქალი ჩამომხრჩვალი იპოვეს

ასპინძაში ახალგაზრდა ქალი, საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს. შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა.
არსებული ინფორმაციით, პირველადი დათვალიერებით ცხედარს ძალადობის ნიშნები არ ემჩნევა.
გარდაცვლილს ორი შვილი დარჩა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები