სნოუდენი მზად არის, აშშ-ის ხელისუფლებასთან სამშობლოში დაბრუნების საკითხი განიხილოს

   ყოფილმა აგენტმა ედვარდ სნოუდენმა გერმანულ ტელეკომპანია “NDR”-ს რუსეთიდან პირველი სატელევიზიო ინტერვიუ მისცა. ჟურნალისტთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ ის არანაირ საიდუმლო მასალებს აღარ ფლობს, რადგან, რაც ჰქონდა – მთელი ინფორმაცია მედიას უკვე მიაწოდა. გარდა ამისა, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა აგენტმა აქამდე გახმაურებულ საქმეებზე ვრცლად ისაუბრა, კერძოდ, მან ყურადღება დაუთმო გერმანული და ამერიკული სპეცსამსახურების თანამშრომლობის საკითხს. სნოუდენმა აღნიშნა, რომ ბერლინი და ვაშინგტონი დაზვერვის სფეროში არა მხოლოდ მჭიდროდ თანამშრომლობენ, არამედ იგივე ინსტრუმენტებს და ინფრასტრუქტურას იყენებენ. მან ასევე არ გამორიცხა, რომ ყოფილი უსაფრთხოების სამსახური შესაძლოა არა მხოლოდ ანგელა მერკელის, არამედ გერმანიის მთავრობის სხვა წევრების მობილურ ტელეფონებსაც უსმენდა. სნოუდენმა ვაშინგტონი ეკონომიკური სახის ჯაშუშობაშიც დაადანაშაულა. როგორც მან აღნიშნა, მას გააჩნია დამადასტურებელი დოკუმენტები იმისა, რომ ამერიკული სპეცსამსახურები არა მარტო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ, არამედ ეკონომიკურ ინფორმაციასაც იყენებდნენ. სნოუდენმა განაცხადა, რომ ის მზად არის, აშშ-ის ხელისუფლებასთან სამშობლოში დაბრუნების საკითხი განიხილოს. ინტერვიუს ბოლოს სნოუდენმა აღნიშნა, რომ რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც მას დაეხმარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები