ტაივანში მიწისძვრის დროს 2 ადამიანი დაიღუპა 100-ზე მეტი დაშავდა

ტაივანში, ქალაქ ჰუალიანში ძლიერი მიწისძვრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა 100-ზე მეტი დაშავდა, – ამის შესახებ express -ი იუწყება.

მიწისქვეშა ბიძგების შედეგად ნაწილობრივ ან მთლიანად ჩამოინგრა რამდენიმე შენობა, დაზიანდა ხიდები, გზის საფარსა და ტროტუარებზე კი ღრმა ბზარები შეინიშნება. დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად ამ დრომდე არ გავრცელებულა. ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ სამაშველო-სამძებრო ოპერაციის ადგილზე 100-მდე სამხედრო მოსამსახურე გააგზავნა.

6.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ადგილობრივი დროით 23:50 საათზე ტაივანის ჩრდილო-აღმოსავლეთში დაფიქსირდა. მიწისძვრის კერა 11 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები