საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 167 სამხედრო მოსამსახურე შეემატა (ფოტოკოლაჟი)
საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 167 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. ამის შესახებ “კვირას” თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს. წვევამდელების ფიცის დადების ცერემონია პირველი ქვეითი ბრიგადის საველე საწვრთნელ ბაზაზე, სოფელ ხცისში გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებს ფიცის დადების მნიშვნელოვანი დღე საქართველოს შეიარაღებული ძალების, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალმა, ბრიგადის გენერალმა შავლეგო ტაბატაძემ მიულოცა. მან წვევამდელებს სიტყვით მიმართა, წარმატებები და სამშობლოს წინაშე ღირსეული სამსახური უსურვა.
ფიცის დადებამდე რეკრუტებმა საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) სამთვიანი კურსი გაიარეს. საბრძოლო მომზადების განმავლობაში მათ ტაქტიკური, კავშირგაბმულობის, სამედიცინო, საცეცხლე და სამწყობრო მომზადებასთან დაკავშირებული უნარები განავითარეს და სადისციპლინო და საყარაულო წესდებები შეისწავლეს.
უწყებაში აცხადებენ, რომ დღეიდან ჯარისკაცები პირველ ქვეით ბრიგადასა და საავიაციო ბრიგადაში გადანაწილდებიან, სადაც 9 თვის განმავლობაში იმსახურებენ. ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები და სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები დაესწრნენ.