აღმოჩენილია ოთახი, სადაც მუამარ კადაფი არასრულწლოვნებს აუპატიურებდა

   გამოვიდა „ბი-ბი-სის“ ახალი დოკუმენტური ფილმი ლიბიელი ლიდერის მუამარ კადაფის პირად ცხოვრებაზე. გაირკვა, რომ კადაფი ასობით გაუპატიურებულ და სასტიკად ნაცემ გოგონებს თავისთან აცხოვრებდა და სექსუალურ მონებად იყენებდა. უკვე ორი წელი გავიდა, რაც ლიბიის ყოფილი ლიდერი მუამარ კადაფი მოკლეს. მისი მმართველობის რეჟიმს ათასობით არასრულწლოვნის გაუპატიურება, ცემა და მკვლელობა უკავშირდება. 1619168_10202405076281178_720900045_nის სექსუალურ კავშირს ამყარებდა არასრულწლოვან გოგონებთან და ასევე ვაჟებთან. აღმოჩენილია ის ოთახი, სადაც მუამარ კადაფი არასრულწლოვნებს აუპატიურებდა. ის მსხვერპლს უნივერსიტეტსა და სკოლებში ეძებდა და ვინც კი მოეწონებოდა, აუცილებლად მასთან უნდა მიეყვანათ. ლიბიელ ხალხს დღესაც ეშინია მუამარ კადაფის გარყვნილ საქციელზე ღიად ლაპარაკი. თუმცა ერთმა ქალბატონმა, რომელიც 15 წლიდან მოყოლებული, შვიდი წლის განმავლობაში, არაერთხელ გააუპატიურეს, ანონიმურად ისაუბრა, თუ როგორ სასტიკად ეპყრობოდა მას მუამარ კადაფი. ქალი იხსენებს, რომ მას ხანდახან კოკაინით, ვიაგრით და ალკოჰოლით გაბრუებული კადაფი სასტიკად აუპატიურებდა.
“არასდროს დამავიწყდება ეს მომენტები. ის ძალადობდა ჩემზე. ამის დავიწყება წარმოუდგენელია“. მუამარ კადაფი ლიბიას 42 წლის განმავლობაში მართავდა. ლიბიაში სამხედრო დაპირისპირება 2011 წლის 17 თებერვლიდან – 23 ოტომბრამდე გრძელდებოდა, რომელიც მუამარ კადაფის მკვლელობით და მისი რეჟიმის დამხობით დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები