“ადამიანის უფლებების დაცვა გრძელვადანი პროცესია და გატარებული ღონისძიებები არასდროსაა საკმარისი”

0

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე Human rights watch -ის ანგარიშს გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, არსებობს საკითხები, რომლებიც საჭიროებს გაუმჯობესებას და ამაზე მმართველი გუნდი მუშაობს.

მისივე თქმით, ადამიანის უფლებების დაცვა გრძელვადიანი პროცესია და გატარებული ღონისძიებები არასდროსაა საკმარისი.

”არსებული ნარკოპოლიტიკა არ შეესაბამება იმ განწყობებს, რომელიც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებშია. ამაზე ჩვენც ხმამაღლა ვსაუბრობთ. არის საკითხები, რაც ნამდვილად საჭიროებს გაუმჯობესებას და ამაზე ჩვენ ვმუშაობთ. ადამიანის უფლებების დაცვა არის ძალიან გრძელვადიანი პროცესი და გატარებული ღონისძიებები არასდროს არის საკმარისი. ჩვენ ბევრი ნაბიჯი გადავდგით და ძალიან დიდი ცვლილება გვაქვს უკეთესობისკენ. თუმცა არსებობს კიდევ ბევრი გამოწვევა და ჩვენ ამ გამოწვევებს ადეკვატურად უნდა ვუპასუხოთ. საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით ნამდვილად ვერ დავეთანხმები, რომ გარკვეული კითხვის ნიშნებია დაფიქსირებული და ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, რომ ჩვენ აქ სასაყვედურო არაფერი გვაქვს”, – განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ სოფიო კილაძემ.

შეგახსენებთ, რომ Human rights watch-მა 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. 643-გვერდიანი ანგარიში აფასებს გასულ წელს ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ პრაქტიკას 90-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში.

კომენტარები

კომენტარი