ირაკლი კობახიძე უკრაინაში ქართულ დიასპორას შეხვდა

0

უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ირაკლი კობახიძე თანამემამულეებს საქართველოსა და უკრაინის ორმხრივი ურთიერთობისა და ქვეყნების წინაშე არსებული საერთო გამოწვევების,  საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების, საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგისა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ ესაუბრა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. უკრაინაში მცხოვრები ქართველები, საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნებითა და სამომავლო გეგმებით დაინტერესდნენ. ​

 

კომენტარები

კომენტარი