თემქაზე მშენებარე ობიექტიდან გადავარდნილი მუშა გარდაიცვალა

თემქაზე მშენებარე ობიექტიდან 27 წლის მუშა გადმოვარდა. იგი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი სავარაუდოდ მესამე სართულიდან გადმოვარდა.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები