დავით სერგეენკო: იმ პერიოდში გაკეთებულ ვაქცინას არავითარი გართულებები არ მოჰყოლია

0

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია თუ პრეკვალიფიკაციას მოხსნის, ეს არ ნიშნავს, რომ ეს ვაქცინა საფრთხეს წარმოადგენს – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მინისტრმა ცოფის ვაქცინასთან დაკავშირებით განმარტა, უწყებას შეეძლო შეეჩერებინა იმ ვაქცინის გამოყენება, სანამ ახალი არ შემოვიდოდა, თუმცა ეს ფატალურ შედეგამდე მივიდოდა.
„ჩვეულებრივ. ვაქცინის ან რამეს სხვა მედიკამენტის რეგისტრაციაში არის რამდენიმე დონე – ერთი არის საკუთრივ რეგისტრაცია და ამაზე მაღალი დონე არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული პრეკვალიფიკაცია, რომელიც არის ხარისხის უფრო მაღალი თამასა. ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველა ვაქცინა, თუ კი არსებობს მსოფლიო ბაზარზე, იყოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებულ, თუმცა ყოველთვის ეს არ ხერხდება, მაგრამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია თუ პრეკვალიფიკაციას მოხსნის ეს არ ნიშნავს, რომ ეს ვაქცინა საფრთხეს წარმოადგენს, თუმცა შარშან, 11 თებერვალს, როგორც კი მოგვივიდა ეს შეტყობინება, ჩვენი მოქმედების ალგორითმი იყო ასეთი, რომ ან საერთოდ უნდა შეგვეწყვიტა ცოფის ვაქცინაცია, (ცოფის ვაქცინაციაზე ვსაუბრობ და არა გეგმიურზე, მას საერთოდ არც კი უნდა შევეხო, მაღალი კლასის ვაქცინებია) სანამ ახალს არ შემოვიტანდით, ამას დასჭირდებოდა დაახლოებით თვენახევარი და ამ პერიოდის განმავლობაში, უბრალოდ ცოფით გარდაიცვლებოდა რამდენიმე ადამიანი ან გაგვეგრძელებინა არსებული ვაქცინაცია, ან გვეზრუნა ჩანაცვლებაზე. ჩვენ ვიზრუნეთ ჩანაცვლებაზე, რასაც დასჭირდა 5 კვირა და 20 მარტიდან ვაქცინაციას ახალი ვაქცინით ვაგრძელებთ. თუმცა, იმ პერიოდში და მანამდელ პერიოდშიც, არც ერთი გართულება ამ ვაქცინას არ ჰქონია და უფრო მეტიც – ბოლო 30 წლის განმავლობაში, პირველად მოხდა ჩვენს ქვეყანაში, რომ ბოლო 3 წელი არც ერთი ადამიანი, არ გარდაცვლილა ცოფით და სწორედ ამ ვაქცინაციის და იმუნიზაციის პროგრამის დამსახურებით, მანამდე წელიწადში საშუალოდ 5-6 ადამიანი იღუპებოდა“ – განაცხადა სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი