„ინფორმაცია, რომ ვაქცინა პოტენციურად საფრთხეს უქმნიდა ადამიანების ჯანმრთელობას, სიმართლეს არ შეესაბამება“

0

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განმარტებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ ვაქცინა, რომლის შესახებაც აუდიტის სამსახური წერს, პოტენციურად საფრთხეს უქმნიდა ადამიანების ჯანმრთელობას.
შესაბამისი განცხადება მინისტრმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
სერგეენკოს განმარტებით, ვაქცინა საქართველოში ყველა კანონის დაცვით შემოვიდა.
„გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც რამდენიმე პუნქტისაგან შედგებოდა, სიმართლეს არ შეესაბამება, კონკრეტულად სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ ვაქცინების პრობლემა ვრცელდებოდა მთლიანად იმუნიზაციის პროგრამაზე, მათ შორის, ბავშვების ვაქცინებზე, მსჯელობა იყო კონკრეტულ ჯგუფზე, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაზე, მეორე –გავრცელებული ინფორმაცია, რომ ამ ვაქცინას ბაზარზე დაშვების უფლება არ ჰქონდა, არ იყო რეგისტრირებული, არალეგალური იყო და მხოლოდ კომისიის გადაწყვეტილებით მოხდა შემოტანა – ესეც არ შეესაბამება სიმართლეს, ეს იყო 2015 წელს ჩვეულებრივად რეგისტრირებული და არამხოლოდ რეგისტრირებული, არამედ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიციურებული პრეპარატი, მესამე – ინფორმაცია, რომ ეს ვაქცინა პოტენციურად საფრთხეს უქმნიდა ადამიანების ჯანმრთელობას, არ შეესაბამება სიმართლეს“ – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი