ბათუმში დაკარგული გოგონა სარფში იპოვეს

ბათუმში დაკარგული 23 წლის გოგონა სარფში იპოვეს. ამის შესახებ „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, გოგონას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც ცნობილია, გოგონას გუშინ დილიდან ეძებდნენ. ნათესავების თქმით, დაკარგულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და ოჯახის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, თუმცა მან სახლიდან გაპარვა მაინც მოახერხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები