ნინო ლომჯარია: დავინტერესდებით ყველა იმ საკითხით, რაც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი იქნება

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ რუსთავში სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, რომ ჯერ ის ამ თემას არ იცნობს. თუმცა, მისივე თქმით, ყველა იმ საკითხით დაინტერესდება, რაც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია და სადაც, სამართალდამცავთა მხრიდან, შესაძლო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები ჩანს.
“არ ვიცი ჯერ ეს საკითხი, თუმცა ჩვენ დავინტერესდებით ყველა იმ საკითხით, რაც იქნება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი და სადაც შეიძლება, სამართალდამცავთა მხრიდან, ჩანდეს უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები. ჯერ მე ეს ფაქტი არ შემისწავლია, ამიტომ კომენტარს ვერ გავაკეთებ”, – განაცხადა ლომჯარიამ.
შეგახსენებთ, რომ რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის” დირექტორი სამსონ ქუთათელაძე რამდენიმე დღის წინ საკუთარ კაბინეტში მოკლული ნახეს. საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გიორგი ჭანტურია დააკავეს. მას გამოძიება საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება. თუმცა ჭანტურიასთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წაუყენებიათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები