პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობაზე ანა დოლიძე დანიშნა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ანა დოლიძე დანიშნა.
გიორგი მარგველაშვილმა ანა დოლიძე პრეზიდენტის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე წარადგინა, რომელსაც ამჟამად პრეზიდენტის კვოტით დანიშნული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ვახტანგ მჭედლიშვილიც ესწრებოდა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევად კონკურსი ჩატარდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ წევრს კონკურსის საფუძველზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. პრეზიდენტის კვოტით წარდგენილ საბჭოს არამოსამართლე წევრ ვახტანგ მჭედლიშვილს უფლებამოსილების ვადა 16 იანვარს ეწურება. საბჭოს ახალი წევრი თანამდებობას 4 წლის ვადით დაიკავებს.
ანა დოლიძემ 2002 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2000–2001 წლებში ანა დოლიძე იყო ორგანიზაცია Project Harmony International-ის საქართველოს ოფისში ოჯახური ძალადობის საზოგადოებრივი თანამშრომლობის პროგრამის ასისტენტი, შემდეგ – ამავე პროგრამის კოორდინატორი.
2004 – 2006 წლებში იყო ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე.
2008-2009 წლებში იყო ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის Human Rights Watch-ის მკვლევარი, 2010–2011 წლებში – მსოფლიო ბანკის კონსულტანტი (აშშ).
2015 წლის მაისიდან 2016 წლის 27 ივნისამდე ანა დოლიძე მუშაობდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე.
2016 წლის 27 ივნისს დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები