სოფიო ქაცარავა: ვულოცავ ბულგარეთის მთავრობას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა ბულგარეთის მთავრობას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას ულოცავს.

შესაბამის პოსტს ის სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

„ვულოცავ ბულგარეთის მთავრობას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას და ვუსურვებ, ამ უფლებამოსილების ფარგლებში, ყველა გეგმის განხორციელებას!

ჩვენ უკვე გვაქვს ჩვენი საერთო პრიორიტეტების შესაბამისი დღის წესრიგი ბულგარეთის ელჩთან და პარლამენტის წევრებთან, როგორც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ ქვეყანასთან!

მინდა აღვნიშნო, რომ ბულგარეთის მთავრობამ მომდევნო 6 თვის განმავლობაში ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად უსაფრთხოება და სტაბილურობა დაასახელა, რაც ჩვენი მთავარი პრიორიტეტიცაა, როგორც განვითარებისა და პროგრესის მნიშვნელოვანი წინაპირობა.

წარმატებას ვუსურვებ ბულგარეთის მთავრობას და ბულგარეთის საელჩოს საქართველოში და მადლობას ვუხდი ესტონეთის მთავრობას, გასული 6 თვის განმავლობაში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, თანამშრომლობისა და მხადაჭერისთვის!“, – აღნიშნავს ქაცარავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები