ექიმი: პანკისში დაჭრილი ახალგაზრდის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულად მძიმეა

პანკისში, სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულად მძიმეა. ოჯახი მოლაპარაკებებს რამდენიმე უცხოურ კლინიკასთან აწარმოებს, თუმცა წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკაში ამ დრომდე არავინ ჩამოსულა.

ექიმი ზაზა ლურსმანაშვილი აცხადებს, რომ პაციენტს თავის ტვინზე უმძიმესი დაზიანებები აქვს, რის გამოც მისი მდგომარეობის გაუმჯობესების ალბათობა პრაქტიკულად არ არსებობს. მისივე თქმით, თემირლან მაჩალიკაშვილის უცხოურ კლინიკაში გადაყვანა დიდ რისკებთან იქნება დაკავშირებული.

შეგახსენებთ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაიჭრა. პანკისსა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სუს-მა სულ 5 პირი დააკავა. თემირლან მაჩალიკაშვილი ერთ-ერთი ეჭვმიტანილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები