კვიპროსში მყოფი საქართველოს ცხრა მოქალაქე Wizzair-ისგან დახმარებას ითხოვს

კვიპროსში მყოფი საქართველოს ცხრა მოქალაქე Wizzair-ისგან ითხოვს, რომ ისინი ავიაკომპანიამ ლარნაკადან საქართველოში დააბრუნოს.

როგორც ერთ–ერთი მგზავრი აცხადებს, ათი ადამიანიდან, რომლებიც ლარნაკა-ქუთაისის რეისით უნდა ჩამოფრენილიყვნენ, საქართველოში ჩამოსვლა მხოლოდ ერთმა მოახერხა. მიზეზი აეროპორტის მხრიდან შესაბამისი პროცედურების შეფერხებაა.

მგზავრები ამბობენ, რომ Wizzair-მა ეს ვითარება არ გაითვალისწინა.

მგზავრები Wizzair-ისა და ლარნაკას აეროპორტის წინაღმდეგ სარჩელსაც ამზადებენ.

„ოფიციალური პერსონალი გვიყვიროდა, ჩვენს ორსულ მეგობარს გული წაუვიდა და წყალიც იმიტომ შემოგვაშველეს, რომ ჩვენ მოვითხოვეთ. გვიყვიროდნენ… საკონსულო და საელჩო დიდად ვერ გვეხმარება და რატომ, _ ვერ ვხდები. Wizzair-ის პრობლემაზე მეტად, აეროპორტის პრობლემა იყო, იმიტომ, რომ პერსონალი ძალიან საშინლად მოგვექცა და Wizzair-თან შესაბამისი კომუნიკაცია არც კი დაამყარეს“, – აცხადებს ერთ–ერთი მგზავრი სალომე შონია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები